სიახლეები
სკოლები

„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ -  ბუკისციხის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილეს საღამო მიეძღვნა
31-10-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით, დიდი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის 183-ე საიუბილეო საღამო - „დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ ჩატარდა.

საიუბილეო საღამოზე ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები გააცოცხლეს. მათ ასევე წარმოთქვეს გამონათქვამები „დედაენაზე“.

„მოსწავლეებმა აქეს და ადიდეს ქართული ენა. საკმაოდ შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს მაყურებლებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, რაც დასტურია იმისა, რომ ისინი ღირსეული მემკვიდრეები არიან დიდი იაკობ გოგებაშვილისა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება