სიახლეები
სკოლები

„ფრთხილად, ბავშვია“ - დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის ნოველა
31-10-2023
-
+


ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ... განცდები, შთაბეჭდილებები, ტკივილი თუ სიხარული ჩვენს სულში ღრმა ნაკვალევს ტოვებს და უკვე დიდობაში, ღრმა წარსულში დარჩენილი მოგონებები თავის გზას ზოგჯერ ნაწერებში პოულობს. ბავშვობის მოგონებებზეა სწორედ ასლან შაინიძის სახელობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ნოველაც, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ 

ფრთხილად, ბავშვია!!!! (მოგონებები)

გაზაფხულის მზიან დღეებს ყოველთვის სოფელში ვატარებდი,როგორც კი დასვენების ზარი ჩამოჰკრავდა, მშობლები უშფოთველი მზერით მისტუმრებდნენ ქალაქგარეთ და ამით თავიანთ გადაღლილ ყოფას მარიდებდნენ...

„რა ბედნიერი ხარ სოფელში რომ მიდიხარ, ნეტავი მეც შენთან ერთად ვისვენებდე“, - ამ დროს ზუსტად ვიცოდი, რომ დედას ჩემზე მეტად არ სურდა იქ წასვლა, ამიტომ ყოველი სიტყვა, რომელსაც სინანულით მაყოლებდა გამოფიტული და უსუსური იყო. მოკლედ, ჩავალაგე ჩემი ტანსაცმელი და გეზი სოფლისკენ ავიღეთ...

რა თქმა უნდა, გვარის ერთადერთ გამგრძელებელს, რომელიც რამოდენიმე წლით უფროსი ბრძანდებოდა ჩემზე, ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი (ველოსიპედი) შევუძინეთ, საგანგებოდ მის გემოვნებაზე მორგებული... სწორედ ამ გაუცნობიერებელმა უპირატესობამ დაუმახინჯა აზროვნება, რაც ცხოვრების გზაზე შავ ლაქად გაჰყვა.

როგორც კი სოფლის ჭიშკარს მივუახლოვდით, თითქოს იგრძნო ბინადარმა და ეზოში სიმაღლის მიხედვით გამოვიდნენ, იმ წუთას მართლაც რომ სიხარულს გრძნობდნენ დიდი ხნის უნახავი ნათესავების მიმართ. მივესალმეთ... მოვიკითხეთ ერთმანეთი! ყველაზე ახლობელი ბებია იყო, დარბაისელი და ამაყი ქალი, ისეთი მოკრძალებით დადიოდა, რომ მისი შემხედვარე, უნებური მოწიწება გიჩნდებოდა. ხშირად ვიხსენებ მის მკაცრ მზერას, რაშიც ერთიანად იკვეთებოდა განვლილი წლების კვალი. ქვრივი ქალი, ეულად დარჩენელი საკუთარ ბედნიერებასთან, შვებას ოჯახის კეთილდღეობაში გრძნობდა. ჩვენი სტუმრობის დღის მიწურულს, ბიცოლამ მშვიდობიანი ღამე გვისურვა და შემდეგ საძინებლისკენ გაემართა, ცხადია, ნასიამოვნები იყო საჩუქრით, რაც პატარა ღიმით გამოხატა, ეს კი სრულიად საკმარისი იყო მისი ურითმო სახისთვის, მერე თავის ბუდეში გამოიკეტა და ამით დასრულდა მადლიერების დღეც.

ღირსეულად გაგვიმასპინძლდა, ყველანი ერთად ვისხედით მაგიდასთან, ვმუსაიფობდით, ვიღიმოდით, იქამდე სანამ ბიცოლაჩემის მკაცრი ტონი არ შემომესმა... ირაკლი, დედა, ოთახში, სწარაფად!!!!! ისინი უსიტყვოდ დაემორჩილნენ, ეს ბოლო განკარგულება იყო იმ ორი თვის განმავლობაში, რაც სოფელში გავატარე, მის მერე მისი ხმა არ გამიგონია, პარტიზანივით ინარჩუნებდა სიმშვიდეს, არ მესაუბრებოდა, დადიოდა უგულოდ, უსულოდ... ნეტავ ადამიანური თუ რამე გააჩნდა, ვფიქრობ და ვერ გამიგია ალბათ - არა!

სხვა რა ჰქონდა 12 წლის ბავშვთან გასაყოფი, ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო! მამაჩემის წასვლის შემდეგ ის მოჩვენებითი კეთილგანწყობაც გაქრა... გაიყინა... იმ ქალის უსიცოცხლო სახიდან. სახლში თითქოს ერთგვარი კანონები მოქმედებდა: არავითარი კონტაქტი, მე და ჩემს ბიძაშვილებს შორის! აბსოლუტური ხელშეუხებლობა ყველაფერზე, რაც კი მას ეკუთვნოდა ან სურდა, რომ მის საკუთრებაში ყოფილიყო!! მთელი ორი თვის განმავლობაში. გაუსაძლის ტკივილსა და მარტოობას განვიცდიდი, ოჯახში სამი ბავშვი ვიყავით ერთი მე, ორი ჩემი ბიძაშვილი გოგონა თანატოლი გახლდათ და მიუხედავად იმისა რომ ხელის შემშლელი არავინ გვყავდა, მაინც ვერ ვბედავდით ერთმანეთთან ურთიერთობას... უკვე გადაგვაგვარა ალბათ ასეთმა ყოფამ, მე დიდი სურვილი მქონდა მათთან ყოფნის, ისინი კი ჭირიანივით მერიდებოდნენ, ამიტომ სახლში დაბრუნების  დღეებს, წამებსა და წუთებს ვითვლიდი.

ერთხელ ბებო საკუთარ ბაღში ფუსფუსებდა... ათავისუფლებდა მიწას სარეველა ბალახისგან, უცებ მიწიდან სტაფილო ამოაძვრინა მომაწოდა - „მიდი, გარეცხე და შეჭამეო...“ ისე ვიყავი ამ მარტოობისგან გასავათებული რომ დაუფიქრებლად გამოვართვი. გავსინჯე,მაგრამ არ მეამა, გავუწოდე ბებოს დ გამოვერიდე. მეორე დღეს მეზობლის სახლში, ჩემზე გაცილებით უფროს გოგონებთან ვიჯექი და ვმუსაიფობდი. სახლები ერთმანეთისაგან პატარა ჭიშკრით იყო გამიჯნული, სწორედ იქ შევნიშნე ჩემი სისხლით ნათესავები გახემებულები როგორ იდგნენ და მეძახდნენ. გულწრფელად გითხრათ გამიხარდა, იქნებ რამე სასიამოვნო ხდება და ჩემს მარტოობასაც დაესვა წერტილი-თქო... მიუახლოვდი თუ არა „საყვარელმა“ ბიცოლამ მკაცრი ტონით მკითხა, - „შენ შეჭამე სტაფილო?“ - მე გაოგნებული ვუყურებდი, სავარაუდოდ, ბიძაშვილმა დამინახა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. გავშრი... გავიყინე... მან კი ამით ისარგებლა და მთელი ძალით გამაწნა სილა, მერე კმაყოფილი, მიბრუნდა, მშვიდად განაგრძო სახლისკენ მიმავალი გზა. სიმწრის ცრემლები წამსკდა თვალებიდან, ლოყა მთლიანად. აწითლებული მქონდა, სხეულზე მეტად გული მტკიოდა!

იმის მერე ბევრმა წელმა განვლო და მე დღესაც მახსოვს იმ ქალის უსულგულო ქცევა, რომელმაც ბოროტების წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვის მეხსიერებაზე. მან იმდენი მოახერხა, რომ სამუდამოდ გაწყვიტა კონტაქტი ბიძაშვილებს შორის, დაგვაშორა - განგვარიდა ერთმანეთს. ახლა ჩემს უსუსრობაზე ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ პასუხი უთვისტომო ადამიანს, რადგან ამ დროს უზნეოც ხვდება - ძალა კეთილშობილებაშია და არა ძალმომრეობაში! ბნელ ჰორიზონტსაც დასდევს ნათელი სხივი!


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება