სიახლეები
სკოლები

თბილისის N217 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე იუბილესადმი მიძღვნილი „მადლიერების კვირეული“ ჩატარდა
31-10-2023
-
+


თბილისის N217 საჯარო სკოლაში დიდი ქართველი პედაგოგისა და „დედა ენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე აღინიშნა.

სკოლაში ამ დღეს „მადლიერების კვირეული“ მიეძღვნა, რომლის ფარგლებში დაწყებითი კლასების კათედრამ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დაგეგმა.

კლასებში კალიგრაფიის კონკურსში ჩატარდა, მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთებისა და დიორამების გამოფენა. 

აქტივობებში ბავშვები მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მოთხრობების მიხედვით, წიგნები შექმნეს, დაწერეს მადლიერების წერილები.

„ბავშვებმა საკუთარი თავი წარადგინეს სამკერდე ნიშნებითა და დედა ენასთან დაკავშირებული სხვადასხვა სიმბოლოებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექციამ აქტიური კლასები  „წარმატებული კლასის“ სიგელებით დააჯილდოვა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება