სიახლეები
სკოლები

„მზის სისტემა“  - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მესამეკლასელებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
31-10-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართვის გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, პედაგოგ ნანული არაბიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე - „მზის სისტემა“ გამართეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ დავალებაზე.

„მოსწავლეებმა სკოლაში წარმოადგინეს თავიანთი ხელით შექმნილი მოდელები, როლური თამაშით უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, კოსმოსში ამოგზაურეს იქ მყოფი დამსწრე პედაგოგები და მშობლები. ასევე გაასიტყვეს ყველა მოდელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა ასევე ტელესკოპით დაათვალიერეს ვარსკვლავები და მოირგეს მათი დამზადებული სკაფანდარი. ასევე ისაუბრეს: პლანეტებზე, ვარსკვლავებზე, გალაქტიკაზე, მთვარეზე, ჩრდილზე, მზისა და მთვარის დაბნელებაზე.

მესამეკლასელებმა გაიხსენეს ზღაპარი „მზე ყველას ეყოფა“, მოთხრობა „ალექსანდრე მაკედონელი და ბუცეფალი“.

მათ ასევე აგრეთვე გამოიანგარიშეს დედამიწის რა ნაწილი უჭირავს წყალს და ხმელეთს, მზის გულში და მთვარეზე როგორი ტემპერატურაა. რა დროს ანდომებს მზის სხივი ჩვენამდე მოსაღწევად.

გაკვეთილის ბოლოს კი როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელს დაუტოვეს გასასვლელი ბარათები, რათა მომავალ გაკვეთილზე უფრო მეტი გაიგონ მზის სისტემის შესახებ.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება