სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავს საინტერესო ღონისძიება და გასვლითი აქტივობა მიუძღვნეს 
31-10-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლაში ამ დღეს საინტერესო და ნაყოფიერი კვირეული მიეძღვნა.

სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით, კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება „სიყვარული შობს სიყვარულს“ ჩაატარეს.

ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

„სათუთად შევეხეთ გოგებაშვილის შემოქმედებას. მოსწავლეებმა წაკითხული მოთხრობების მიხედვით შექმნეს დიორამები და გააკეთეს პრეზენტაცია“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ასევე ღონისძიებაზე საყვარელი პერსონაჟები განასახიერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

კვირეულის ფარგლებში, მათ მოინახულეს და დაათვალიერეს იაკო გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი.

„ქედს ვიხრით თქვენს წინაშე დიდო იაკობ. მართალია, თქვენ არ ხართ 21-ე საუკუნეში, მაგრამ 21-ე საუკუნე სუნთქავს თქვენით, თქვენი უკვდავი „დედაენა“ არის ჩვენი მომავალი თაობის აღმზრდელი, „დედაენა“, რომელიც მილიონობით ბავშვის სულს სათუთად შეეხო, სასიამოვნო ჰარმონიად ჩამოჰკრა და ცხოვრების მეგზური გახდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმშიც წარმოაჩინეს ცოდნა და შესაძლებლობები.

„ჩემმა ყოჩაღებმა ვარიანშიც გამოიჩინეს თავი და ღონისძიების ნაწილით წარდგნენ გიდის წინაშე. მე ვამაყობ, რომ თქვენი მასწავლებელი ვარ - ასე მოვეფერე და მადლობა გადავუხადე ჩემს პატარებს და მათ მშობლებს“, - ამბობს პედაგოგი ნატალია სახოკია.

ამ დღესთან ერთად მათ ასევე მასწავლებლის ეროვნული დღეც აღნიშნეს - მოსწავლეებმა პედაგოგების ღვაწლსა და შრომაზე ისაუბრეს. თბილი სიტყვებით მოეფერეს მათ და სამახსოვრო ბარათები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება