სიახლეები
სკოლები

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აზარტული თამაშების საფრთხეებს გაეცნენ და საინტერეო პროექტი წარადგინეს
31-10-2023
-
+


ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლა ასევე აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში.

ამჟამად, სკოლაში მიმდინარეობს პროექტი „აზარტული თამაშები-ადიქცია თუ გართობა“.

„აზარტული თამაშები ერთ-ერთ საფრთხედ არის მიჩნეული თანამედროვე სამყაროში. სტრესი, დეპრესია, გამუდმებით უსიამოვნო შეგრძნება-ეს აზარტული თამაშების თანმდევი პროცესებია. თამაშებზე დამოკიდებულება იმდენად კომპლექსურ სახეს იღებს, რომ ხშირად საჭირო ხდება ფსიქოლოგის ჩარევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ამ თემაზე სასაუბროდ მოგვეწვია ფსიქოლოგი და მისგან მიგვეღო კომპეტენტური პასუხები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ სტუმრად ჰყავდათ ხარაგაულის მერიის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი თეა ბერიძე და ამავე სამსახურის ბავშვთა ფსიქოლოგი თამარ გოგიშვილი.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფსიქოლოგმა ამომწურავად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. განიხილა დამოკიდებულების სტადიები და ბავშვების კითხვებს უპასუხა.

აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფია VIII-IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები არიან, ხელმძღვანელი კი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ მაღლაფერიძე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება