სიახლეები
სკოლები

„დიდი იაკობი 183 წლისაა!“ - მრავალფეროვანი ღონისძიება რუისის N2 საჯარო სკოლაში 
31-10-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

II კლასის მოსწავლეებმა - დამრიგებელ ლეილა ზურაბაშვილთან ერთად, შთამბეჭდავი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „დიდი იაკობი 183 წლისაა!“, მოაწყვეს. 

საღამოზე, მოსწავლეები დიდი საზოგადო მოღვაწის შემოქმედებას გაეცნენ, მოთხრობები მხატვრულად წაიკითხეს და მათ მთავარ არსზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა, მოთხრობების შინაარსი შესაფერისი ანდაზებით გადმოსცეს, ასევე ორი სიმღერა ქართულ ანბანზე შეასრულეს, საინტერესო პრეზენტაცია - „იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ხალხისადმი“, მოამზადეს და სლაიდებით სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა განიხილეს, თუ როგორ მიაგნო იაკობ გოგებაშვილმა დედაენის გასაღებს და დიდ იაკობს საფოსტო ბარათი გაუგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზოში ორი მუხის ნერგი დარგეს, და მათ იაკობის ხეები უწოდეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოს ამშვენებდა ტორტი წარწერით - „იაკობის 183-ე წელი“. 

ხალისიანი დღეს, ხალისიანი დასასრულიც ჰქონდა. 

სკოლაში მოსწვალეებს მადლობას უხდიან აქტიურობისა და მრავალფეროვანი სანახაობისთვის. 

„დიდი მადლობა ჩემს საყვარელ მოსწავლეებსა და მათ აქტიურ, ენერგიულსა და მუდამ ჩვენს გვერდში მდგომ მშობლებს. მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს თანადგომას! მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორსა და კოლეგებს, რომლებმაც მოგვისმინეს, შეგვაფასეს და ოქროს წუთები დაგვითმეს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება