სიახლეები
სკოლები

შოკოლადის დღე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 
31-10-2023
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში შოკოლადის დღე აღინიშნა. 

ღონისძება 30 ოქტომბერს, ქიმიის მასწავლებლის - ირინა ვიდულინასა და ბიოლოგიის მასწავლებლის - ნანა ჭელიძის ინიციატივით მოეწყო

დღე დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ღონისძიებებით.

XI3 კლასის მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და შეფუთეს შოკოლადები, შემდეგ კი, თავიანთი ნახელავით უმცროსკლასელებს გაუმასპინძლდნენ,

აღსანიშნავია, რომ ასევე ჩატარდა რამდენიმე ინტერაქტიული მინი-ლექცია სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის.

მინი ლექციას უძღვებოდნენ მომხსენებლები: ნუცა ნიკოლაიშვილი, ანანო ფიტკარაძე, ანა ონიაშვილი, დავით ურუშაძე, ქრისტინე ანთაძე, ელენე ხუჯაძე, ანანო ხინკილაძე და მართა დუმბაძე. 

ახალგაზრდებმა ისაუბრეს შოკოლადის ბიო-ქიმიური შემადგენლობისა და თვისებების შესახებ, ასევე, კაკაოსა და შოკოლადზე მსოფლიო საისტორიო კონტექსტში, უპასუხეს აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებს, ჩაატარეს ვიქტორინა, იხალისეს და დაარიგეს პრიზები.

IX2 კლასის მოსწავლეებმა, ქიმიის გაკვეთილზე მეხუთე კლასელებისთვის მოამზადეს შოკოლადი, ხოლო პედაგოგებმა ამ „ტკბილი ექსპერიმენტის“ საშუალებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორიული საკითხი მიმოიხილეს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით ტკბილეული მოამზადეს და თანატოლებს დააგემოვნებინეს, ხოლო მასწავლებლებისგან ბევრი სიახლე გაიგეს ტკბილეულის, მათი დამზადების წესის და ზოგადად, კვების კულტურის შესახებ.

მოსწავლეებს საინტერესო ინფორმაცია გააცნეს პედაგოგებმა: რუსუდან თოიძემ, რუსუდან ურუშაძემ და თამუნა მექვაბიშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, მოეწყო გამოფენა თემაზე - „შოკოლადის სასახლე“, რომელსაც ხელოვნების მასწავლებლები: ირინა სევოსტიანოვა და სოფო სანიკიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება