სიახლეები
სკოლები

თბილისის N173 საჯარო სკოლაში თურქ ქართველოლოგთან, ენათმეცნიერსა და მთარგმნელთან შეხვედრა გაიმართა
31-10-2023
-
+


ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში თურქ ქართველოლოგს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ, ენათმეცნიერსა და მთარგმნელს - ჰარუნ ჩიმქეს უმასპინძლეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, ის თურქი ეროვნების პირველი დოქტორანტია, რომელმაც სადოქტორო ნაშრომი ქართულ ფილოლოგიაში დაიცვა და რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას ეწევა. მან თურქულ ენაზე თარგმნა: ქართული ენის გრამატიკა და რამდენიმე თანამედროვე ქართველი ავტორის ნაწარმოებები. ქართულად კი თარგმნა თურქული საბავშვო რვატომეული - „ფუდინო“, რომელიც შემეცნებითი ხასიათისაა. ჰარუნ ჩიმქე იაკობ გოგებაშვილის მედლითა და გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებითა დაჯილდოებული.

„როცა საქმე ქართულს ეხება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი“,- ამ სიტყვების ავტორი ჰარუნ ჩიმქეა. 

სკოლაში გამართულ შეხვედრას სკოლის დირექცია და ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლეები დაესწრნენ. სტუმარი აუდიტორიას სკოლის დირექტორმა - ლია თუშურმა წარუდგინა. ქართველოლოგმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხა, სკოლის ბიბლიოთეკას კი საჩუქრად თვისი წიგნები გადასცა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჰარუნ ჩიმქემ  გაიხსენა - თუ როგორ ჩამოვიდა საქართველოში სასწავლებლად, როდესაც ქართული ენა საერთოდ არ ესმოდა; როგორ უჭირდა ქართული გრამატიკის სწავლა; ხალისით გაიხსენა ქართული ენის უცოდინრობასთან დაკავშირებული კურიოზები... ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად რთულია ქართულენოვანი წიგნების თარგმნა თურქულ ენაზე და ქართული ფრაზებისთვის თურქული შესატყვისის პოვნა.

„ქართული იმდენად რთული ენაა, თვით ქართველისთვისაც რთულია მისი სრულყოფილად შესწავლა, არამცთუ უცხოელისათვისო“- აღნიშნა ბატონმა ჰარუნმა.

მიუხედავად ამისა, მან შეძლო, ექვსი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, თურქულ ენაზე ეთარგმნა „დათა თუთაშხია“. თურქი მკითხველი უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავ რომანს.

მთარგმნელმა ისაუბრა ავტორთან  რამდენიმე შეხვედრისა და ტექსტზე მუშაობის უაღრესად  რთულ პროცესზე.

„საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს. ძალიან ვაფასებ იმ სიკეთესა და სითბოს, რაც საქართველოში ვიგრძენი. მინდა ეს ყველაფერი თურქ ხალხამდე მივიტანო“,- თქვა შეხვედრის  დასასრულს  ქართული ენისა და ლიტერატურის დამფასებელმა, მიზანდასახულმა და საოცრად ჰუმანურმა ადამიანმა, უკვე 173-ე სკოლის მეგობარმა, ბატონმა ჰარუნ ჩიმქემ.

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს დიდ გულშემატკივარს, აღნიშნეს რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ქართულ-თურქული კეთილმეზობლური ურთიერთობისათვის და სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მიიწვიეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება