სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
01-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის, ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ. რასაკვირველია, გამონაკლისი არც იაკობ გოგოებაშვილის დაბადების დღე იყო. 

იაკობ გოგებაშვილის დაბადების 183-ე წლისთავის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, მე-5 კლასში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში თემაზე - „ჩვენ და აკაკი“, გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა. აქტივობა კლასის დამრიგებლის - თამილა თუთბერიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - დოდო ხაჩიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ბიოგრაფიული დეტალები, ლექსები, თარგმანები, ბრძნული გამონათქვამები გაიხსენეს, იგავ-არაკების ინსცენირება გამართეს, მოინახულეს სავანეში აკაკის ძიძის სახლი და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გარდა ამისა, ისინი დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმს, მღვიმევის წმინდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერსა და კაცხის სვეტს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, ექსკურსია ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად, ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების უნარ-ჩვევები, პიროვნული თვისებები - ზრუნავენ ერთმანეთზე. 

„სასიამოვნოა, რომ კვირეული დაემთხვა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას, მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
რადგან ორი ბუმბერაზი ადამიანი, აკაკი და იაკობი, უახლოესი მეგობრები, თანამოაზრენი, თანამებრძოლნი და ქვეყნისათვის გულანთებული მამულიშვილები იყვნენ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, კვირეულის ერთ დღეს სხვიტორსა და სავანეს ვწვეოდით.
ასევე ვეწვიეთ დიდი ქართველი პოეტის, ერის ჯვრის მატარებელ მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმს, მღვიმევის წმინდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტერს, კაცხის სვეტს, ადგილს, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში ღმერთის არსებობას იგრძნობთ და სულიერ სიმშვიდეს ეზიარებით.

ასეთი გასვლითი გაკვეთილები საუკეთესოა ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა და ორგანიზებისათვის, რადგან მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში თუ სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას.

მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორ ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძეს, კლასის დამრიგებელ ქალბატონ თამილა თუთბერიძესა და მშობლებს ასეთი ლამაზი დღის ორგანიზებაში დახმარებისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება