სიახლეები
სიახლეები

კანონში ცვლილებები დირექტორების არჩევისა და სამეურვეო საბჭოს როლის გაზრდას უკავშირდება
31-10-2023
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზანით, მორიგი კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიზანიც, მისი ავტორის, ხატიან დეკანოიზის განცხადებით, სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდა და განათლების სისტემის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებაა.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილებებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის სამეურვეო საბჭოს როლის გაზრდა და დირექტორების არჩევას უკავშირდება. 

კერძოდ, თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია, აღნიშნული სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალი კანდიდატურას, ნაცლად მოქმედი წესისა, როდესაც საბჭოს მიერ კანდიდატის ვერ/არ არჩევის შემთხვევაში სამინისტრო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით ნიშნავს დირექტორს, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონში ცვლილებების შეტანით სამეურვეო საბჭოს როლი გაიზრდება. ამასთან, ხელი შეეწყობა სკოლის დირექტორების პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დირექტორობის კანდიდატისთვის სამეურვეო საბჭოს მიერ განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილი იქნება დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე.

შემოთავაზებული კანონპროექტით, სამინისტროს არ შეეძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ. დღეს მოქმედი რედაქციით
სამინისტროს აქვს უფლებამოსილება დირექტორად დანიშნოს ის პირიც, ვინც სამეურვეო საბჭომ არ/ვერ აირჩია თანამდებობაზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება