სიახლეები
სკოლები

სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით დიორამები შექმნეს
01-11-2023
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკოგ გოგებაშვილის იუბილე აღნიშნეს. 

თემატური აქტივობები მე-3 კლასში, დამრიგებელ მარიამ ჩაჩავას ხელმძღვანელობით, გაიმართა. მოსწავლეებმა დიდი მწერლის მოთხრობების მიხედვით დიორამები შექმნეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, მონდომებით იმუშავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მე-3 კლასში, რომლის დამრიგებელიც მარიამ ჩაჩავაა, არ წყდება სასწავლო სიურპრიზები და შემოქმედებითობა. ამჯერად, მოსწავლეებმა აღნიშნეს დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და კვირეული ასე დააგვირგვინეს.

ისეთი სისათუთითა და სიბრძნითაა შექმნილი, რომ ყველას, ყველას, ყველას განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეროვნებისა და რელიგიისა, შეაყვარებს თავს და შეასწავლის უთვალავ სიკეთესა და რჩევას, რომლებიც გამოადგებათ მთეელი ცხოვრების განმავლობაში.

და ეს საოცარი ქმნილებებია დიდი იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები. ჩვენც ჩვენებურად გავაცოცხლეთ პერსონაჟები და დიორამების სახით, წარვუდგინეთ პარალელურს, უმცროსსა თუ უფროსს კლასელებს და ყველას გული სითბოთი აავსო ამ ნამუშევრებმა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება