სიახლეები
სკოლები

ორხვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა 
01-11-2023
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლაში მასწავლებლის როლი და ღვაწლი დაფასებულია.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა საინტერესოდ აღნიშნეს. ბავშვებმა პედაგოგის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, აღნიშნეს თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებელი მათ ცხოვრებაში და ამისთვის მადლობა გადაუხადეს.

მათ საყვარელი პედაგოგები დაახასიათეს, კედლის გაზეთი შექმნეს და ასეთი ფორმით, დიდი სიყვარულით მიულოცეს ეს დღე.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი პედაგოგებს დიდი სიყვარულით ულოცავს მასწავლებლის ეროვნულ დღეს.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება