სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავთან დაკავშირებით საინტერესო კვირეული მოეწყო 
01-11-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ სოფო მიქაძის ხელმძღვანელობით მწერლისა და დიდი საზოგადო მოღვაწის საიუბილე კვირეული მოაწყვეს.

კვირეულის ფარგლებში, „მკითხველთა კლუბის“ პატარა წევრებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს და შემდგომ მათზე იმსჯელეს.

აქტივობაში მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ მოსწავლეთა მშობლებიდა მასწავლებლები.

სკოლაში ასევე საგამოფენო სივრცე მოეწყო, სადაც იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, განთავსებული იყო მოსწავლეთა ნახატები.

„ბავშვებმა ასევე იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი გამოუშვეს, რომელშიც განთავსებულია მათი გულწრფელი ნააზრევი და შთაბეჭდილება წაკითხულის შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება ამ დღესასწაულს ყველას ულოცავს.

„გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მისი „დედაენა“ უპირველესი წიგნია, მისი ღვაწლი კი - ფასდაუდებელი!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ სოფო მიქაძეს მოსწავლეებთან ერთად და მრავალ წარმატებას უსურვებს მომავალში.

„დედაენის“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის, იუბილე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება