სიახლეები
სკოლები

სხალთის საჯარო სკოლაში ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს - ნაზიბროლა მიქელაძეს ღირსეული დახვედრა მოუწყვეს 
02-11-2023
-
+


2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი - ნაზიბროლა მიქელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის აბესალომ აბაშიძის სახელობის სხალთის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის, წამყვანი პედაგოგია. 

„ღირსეულ - რჩეულ პედაგოგს - ღირსეული დახვედრა მშობლიურ სკოლაში!“, - ამ მოტივით, მთელი სასკოლო საზოგადოება ღვაწლმოსილ პედაგოგს საზეიმოდ დახვდა და მას ეს დიდი გამარჯვება მიულოცა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო მასწავლებელთა ეროვნულმა დღესასწაულმა, ქვეყნის მასშტაბით, ღვაწლმოსილი და გამორჩეული პედაგოგები ეროვნული ჯილდოს მფლობელები გახდნენ. 

სხალთის საჯარო სკოლაში, დიდი სიამაყით გვამცნობენ, პედაგოგ - ნაზიბროლა მიქელაძის წარმატებას, საუბრობენ მის ღვაწლსა და ფასდაუდებელ პროფესიულ მოღვაწეობაზე. 

უცვლელად გთავაზობთ სკოლის დირექტორის - თემურ შაინიძის წერილს: 

„ნაზიბროლა მიქელაძე - ჩვენი სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი - ფართო საზოგადოების მიერ საუკეთესო მასწავლებლად აღიარებული და მოსწავლეთა უსაყვარლეს მასწავლებლად და ადამიანად აღიარებული, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელი, ხულოს საპატიო მოქალაქე, მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ჯგუფის სოლისტი და რეგიონში ხალხური სიმღერების შემგროვებელი და ქომაგი, კიდევ ძალიან ბევრი რეგალიის მფლობელი, მაგრამ მოკრძალებული და ფუტკარივით მოფუსფუსე, საქმიანი და მუდამ საქმით გართული, გულმოწყალე და უანგარო პედაგოგი ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს მაღალი ჯილდოს მფლობელ დანარჩენ თერთმეტ პედაგოგს შორის და...

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ მშობლიურ სკოლაში დაბრუნებულ ნაზიბროლა მიქელაძეს - მოსწავლეთა, კოლეგების, მშობლებისა და რეგიონის ფართო საზოგადოების საყვარელ მასწავლებელს საყოველთაო აღიარება და მაღალი ჯილდო მიულოცეს...

სკოლა სრული შემადგენლობით კარებშივე შეეგება და შეძახილები „გილოცავთ“ საჰაერო ფერადი ბურთებით, ყვავილებით, მომცრო ფეიერვერკებით და სიყვარულით სავსე გულითა და თვალებით გააცილეს საკლასო ოთახამდე... მანამდე იყო ლექსი და ცეკვა „აჭარული“... იყო საყვარელი მასწავლებლის საყოველთაო აღიარებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა, სკოლის დირექციისა და კოლეგების მიმართვა, რომელშიც მიმართვასთან, მილოცვასთან ერთად ნაზიბროლა მასწავლებლისადმი მადლიერების გრძნობა და მისი ასე ღირსეულად დაფასებისთვის საქართველოს ხელისუფლებისა და განათლების სამინისტროსადმი გულწრფელი პატივისცემის გამოხატვა:

ქვეყანაში, რეგიონიდან ერთ-ერთი მოკრძალებული სკოლის ღირსეული მასწავლებლის ღვაწლის დანახვა და დაფასება - ერის ძლიერების ნიშანია! - იყო დასკვნა.

ხოლო სკოლის ახალი მასწავლებლის სიტყვები იყო იმის დასტური, რომ ნაზიბროლა მასწავლებელი არა მხოლოდ პროფესიონალი მასწავლებელი და აღმზრდელია, არამედ კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც სრულიად უანგაროდ საკუთარ ჭერქვეშ მიიღო და შეიფარა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგი, რომელიც სხალთის საჯარო სკოლაში სამუშაოდ ჩავიდა.

სკოლის დირექციის მიერ ექსპრომტად მოწყობილ მოკრძალებულ ღონისძიებაში სკოლის, მოსწავლეთა და პედკოლექტივის დიდი პოტენციალი იგრძნობოდა, იგრძნობოდა, რომ სკოლა, სადაც პედაგოგიური საზოგადოების უმაღლესი ეროვნული ჯილდოს მფლობელი  ნაზიბროლა მიქელაძე მოღვაწეობს, კიდევ არაერთი მაღალი რანგის პროფესიონალი მასწავლებლის სამოღვაწეო არეალი და ასევე, კიდევ მრავალი ღირსეული ადამიანის აღმზრდელი გახდება.

თავად ნაზიბროლა მიქელაძის მიერ მიმდინარე პროექტებზე მუშაობაა იმის გარანტი, რომ მასზე კიდევ არაერთხელ გაიგებს ფართო საზოგადოება, როგორც შემოქმედ და კრეატიულ, მიზანსწრაფულ მასწავლებელზე... ამიტომაც იმ დღეს:

იყო მილოცვები და კეთილი სურვილები, გულითადი დამოკიდებულება და გულწრფელი დაფასება, მის მიერ განსახორციელებელ პროექტებში მონაწილეობაში მზადყოფნის გამოხატვა... საქართველოს ყველა სკოლას ნაზიბროლა მიქელაძის მსგავსი მასწავლებლები და სიხარულიანი დღეები უმრავლოს უფალმა.

უფრო დიდი წარმატებები წინ არის, დაე, მრავალს დავესწროთ!“ - ბრძანა ბოლოს სკოლის დირექტორმა -  თემურ შაინიძემ, მას კი სკოლის პედკოლექტივის სახელით, სასწავლო ნაწილის გამგე - ლელა აბაშიძე-ბასილაძე დაემოწმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება