რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ბაღის დირექტორები - დოკუმენტი
06-11-2023
დაკოპირებულია
-
+
თბილისის საბავშვო-ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში გაწერილია ის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რომლებსაც საჯარო ბაღის დირექტორები უნდა აკმაყოფილებდნენ. etaloni.ge გთავაზობთ, დოკუმენტს სადაც დირექტორის ფუნქციები, მოვალეობები და კვალიფიკაციები დეტალურადაა განსაზღვრული:
ფუნქციები:
ქმინის ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითარებისათვის შესაბამის პირობებს;
უზრუნველყოფს ბავშვის ჩარიცხვის არადისკიმინაციულ მიდგომას;
სახავს და ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს
მოთხოვნების შესრულების გეგმას;
წარმართავს საბავშვო ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას;
მეთვალყურეობს თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ხელმძღვანელობს ქცევის პოზიტიური პოლიტიკის გატარებას;
ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;
განათლება:
მინიმალური განათლება უმაღლესი განათლება. სკოლამდელი აღზრდა და ფსიქოლოგია, ჰუნამიტარული მეცნიერებები.
სამუშაო გამოცდილება საავალდებულოა სპეციალობით ან/და შესაბამის სფეროში/დარგში – 2 წელი, მენეჯერულ პოზიციაზე 1 წელი.
სასურველია ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
საკანონმდებლო აქტების ცოდნა
საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (3 თავი)
საქართველოს ორგანული „კანონი საქართველოს შრომის კოდექსი“
საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს მთავრობის №485 დადგენილება - ტექნიკური რეგლამენტის - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“
მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საკვანძო კომპეტენციები :
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი;
სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი;
პროექტების მართვის უნარი;
თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
გუნდის განვითარების უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული პროგრამები:
Microsoft Office Word - კარგი Microsoft Office Excel - კარგი Microsoft Office PowerPoint - კარგი
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი