სიახლეები
სკოლები

„მასწავლებელი შუქი სულისა“- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
01-11-2023
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. 

ქართულის კათედრისა და მისი ხელმძღვანელის მედეა მოდებაძის ინიციატივით გაიმართა ღონისძიება, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მასწავლებელი შუქი სულისა“. მის მიმდინარეობაში საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლის დირექტორმა გიორგი ბენიძემ ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ჯილდოები გადასცა. მანვე, პროფესიული დღე თითოეულ მასწავლებელს დიდი პატივისცემით მიულოცა. 

მოსწავლეებმა კი საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

„ბედნიერებაა დალოცო, შეაქო და ტაშით დააჯილდოვო ყველა მასწავლებელი, ვისაც შენივე ქვეყნის მომავალი აბარია. იყო მილოცვები, გახსენება და სიუპრიზები.
მასწავლებელი შუქიც არის და სულის მკურნალიც. მოსწავლე ის ჩირაღდანია, რომლის ანთება მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია. საჯაროდ მადლობა სკოლის დირექციას, მოწვეულ სტუმრებსა და მშობლებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება