სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კვირეული იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დაგვირგვინდა 
01-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად, კვირეული მიმდინარეობდა.

კვირეული 23 ოქტომბერს დაწყო და 31 ოქტომბერს დასრულდა. ის ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილით შეჯამდა.

დიდი მწერლის სახლ-მუზეუმის ეზოში მე-4 კლასის მოსწავლეებს მასწავლებელმა ელისო მეტრეველმა გაკვეთილი - „სამშობლო იაკობისა“, ჩაუტარა. სახლ-მუზეუმში განთავსებული იაკობ გოგებაშვილის ძეგლის ყვავილების შემკობით დაიწყო გაკვეთილი მე-4 კლასში. მასწავლებელმა აზა ნაფეტვარიძემ სახლ-მუზეუმის საკლასო ოთახში, გაკვეთილი - „მასწავლებელთა მასწავლებელი“, გამართა.

როგორც სკოლაში ამბობენ, დღის აკორდი მუზეუმში მკითხველთა თეატრის მიერ როლური თამაშით წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ  რა ჰქნა?!" იყო. აქტივობა მე-5კლასის (ხელმძღვანელი ქ. ჯიქია) მოსწავლეებმა განახორციელეს. მათი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ფაქიზო ფანჩულიძეა.

„დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ ფარავდა მოსწავლეთა საშემსრულებლო დონის მიმართ.  სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში ჩატარებული გაკვეთილებით შექმნის ვიდეორგოლს, რომელიც განთავსდება სკოლის ვებ- გვერდზე და სოციალურ სივრცეში, რაც კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს სასკოლო საზოგადოება მასწავლებლის პროფესიას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება