სიახლეები
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე გამორჩეული აქტივობებით აღინიშნა 
01-11-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საყვარელ პედაგოგებს ეს დღე მიულოცეს და პატივისცემა დაუდასტურეს.

გარდა ამისა, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „რწმენამ“ პერფორმანსი მოაწყო და სასკოლო საზოგადოებას წარმოდგენა შესთავაზა, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მისი მოღვაწეობის ეპოქას ეხებოდა. 
 
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (პმთპ) ბოდბისხევის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - მარინე ტყემალაძეს, ლია ელაშვილს და ნათია პავლიაშვილს, ჯილდოს სახით, სერტიფიკატები გადასცა. 
 
იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება