სიახლეები
სკოლები

„კურსდამთავრებულები 55 წლის შემდეგ, ისევ მიუსხდნენ სკოლის მერხებს“ -  ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში ყოფილ მოსწავლეებს უმასპინძლეს
02-11-2023
-
+


ქუთაისის N20 საჯარო სკოლის კედლებში, მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, არაერთი წარმატებული თაობა აღზრდილა, რომლებიც მშობლიურ ცოდნის კერას არასდროს ივიწყებენ. 

ამჯერად, სკოლას 55 წლის შემდეგ, ყოფილი მოსწავლეები ესტუმრნენ.

დღე ემოციებით დატვირთული იყო, განსაკუთრებით გახარებული დირექტორი -  ლიკა სანებლიძე გახლდათ, რომელმაც ამ დღის ემოციები წერილობით გადმოსცა. 

გიზიარებთ დირექტორის წერილს, უცვლელად: 

„ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე იყო დღეს. მე-20 სკოლა 1968 წელს არაჩვეულებრივ ადამიანებს დაუსრულებიათ. 55 წლის შემდეგ, ისევ მიუსხდნენ სკოლის მერხს, ისევ მოისმინეს მათემატიკის გაკვეთილი და იხარეს ერთად ყოფნით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სიხარულის ფერხულში აღმოვჩნდი. მე მათემატიკის გაკვეთილი ჩავუტარე, მათ ცხოვრების გაკვეთილი. დავპირდი მომდევნო „გაკვეთილზე“ უნდა ჩავაბარო მათი ახსნილი. ვნერვიულობ, ვიცოდი და გამოცდილი მქონდა, რომ მასწავლებელი ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას პირველ კლასელი ხარ, ყოველი წლის ბოლოს მეთორმეტე კლასს ასრულებ, ასე გრძელდება ეს სანამ ამ პროფესიაში იქნები. დღეს კი განსაკუთრებული და განსხვავებული ემოციებით დატვირთული, ვაჯამებ დღეს და კიდევ ერთხელ, უფალს მადლობა - ამდენი სასიხარულო დღისთვის, გიმრავლდეთ ბედნიერი დღეები, მეგობრებო!“, - წერს სკოლის დირექტორი ლიკა სანებლიძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება