სიახლეები
სკოლები

ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში „ჰელოუინი“თემატური აქტივობებით აღნიშნეს 
02-11-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს; მოსწავლეები საგნობრივი ცოდნის მიღების გარდა, სხვადასხვა ქევყნის კულტურებსაც სწავლობენ და თემატურ ღონისძიებებშიც მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში „ჰელოუინისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მისი ორიგანიზატორები  ინგლისური ენის პედაგოგები - მარიანა ართმელაძე და მიხეილ მუკუტაძე იყვნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, „ჰელოუინის“ დღესასწაულში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ შემდეგი საინტერესეო და სახალისო აქტივობები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად განახორციელეს:

  • თასში ჩასხმულ წყალში ჩაყრილი ვაშლების შეჯიბრი;
  • ჯგუფური შეჯიბრი-  კალათებში ვაშლების ჩაწყობა;
  • სახეების მოხატვა „ჰელოუინის“ სიმბოლოებით;
  • ვიდეოს ჩვენება პროექტორით და მოკლე პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავალეებმა მოკლე პრეზენტაცია ორ - ინგლისურ და ქართულ ენებზე გამართეს.

„ღონისძიება ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. აქტივობები შეჯიბრის პრინციპით ტარდებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ის მოსწავლეებში ჯგუფური, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობდა ხელს, ემოციები ძალზედ დიდი იყო. აქ მიღებული შთაბეჭდილებები, ალბათ, დიდხანს გაჰყვებათ მოსწავლეებს. ისინი უფრო მოტივირებულები იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- ამბობენს სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება