სიახლეები
სკოლები

დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ხელნაკეთი სამკერდე ნიშნები და ყვავილები გადასცეს 
02-11-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომასა და ღვაწლს ძალიან აფასებენ. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა -  სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც, რასაკვირველია, მილოცვებით დაიწყო. 

მოსწავლეებმა პედაგოგების შესახებ ლექსები და ციტატები წაიკითხეს. მაყურებლებს იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ცოდნა გამოავლინეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს, იმღერეს და ქართული ცეკვები შეასრულეს. მასწავლებლებს კი საჩუქრად, სპეციალურად ამ დღისთვის, მოსწავლეების დამზადებული ხელნაკეთი სამკერდე ნიშნები და ყვავილები გადაეცათ.

„სადღესასწაულოდ ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც, სიმბოლურად, დიდი ქართველი პედაგოგის, იაკობ გოგებაშილის დაბადების დღეს - 27 ოქტომბერს დაწესდა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება