სიახლეები
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
02-11-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ შრომასა და ღვაწლს ძალიან აფასებენ. 

სასკოლო საზოგადოება მომავალი თაობის განვითარების საქმეში შეტანილ წვლილს ხედავს. ამის დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ბიოლოგიის მასწავლებელის - აიდა არაქელიანისა და ქართული ენის მასწავლებლის - ლეილა დათაშვილის ხელმძღვანელობით  თემატური ღონისძიება გაიმართა. მასში მე-6 - მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს - იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა რუბენ ვარდანიანმა ხორენიის საჯარო სკოლის დაარსებისა და მასწავლებლის იმ დიდ ღვაწლზე ისაუბრა, რასაც ისინი მომავალი თაობების აღზრდა-განათლების საქმეში დებენ. მანვე, ეს მნიშვნელოვანი თარიღი ყველა პედაგოგს მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება