სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 5-მა პედაგოგმა მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
02-11-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები  ქობულეთის მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენციაში - „ჩემი ერთი გაკვეთილი“, ჩაერთნენ. 

კონფერენცია, 30 ოქტომბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქობულეთში, სასტუმრო „Georgia Palace“ -ში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 5 პედაგოგი: ნათელა ტაკიძე- მათემატიკის პედაგოგი, მანანა ლემსაძე- ბიოლოგიის პედაგოგი​, ირმა რიონიძე - ისტორიის პედაგოგი, ხათუნა უსტიაშვილი- ბუნებისმეტყველების პედაგოგი და ნატო შოთაძე- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მონაწილეობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი იყო: 2021-22 სასწავლო წელს განხორციელებული კომპლექსური დავალებებისა და სასკოლო პროექტების წარმოდგენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფის 35-მა პედაგოგმა. შემოსული ნაშრომები შეაფასეს აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ტრენერებმა. აჭარის განათლების ფონდიდან მოწვეული საგნობრივი ექსპერტების შეფასებებით გამოვლინდა საუკეთესო ათეული.

კონფერენციის დასასრულს გამოვლენილ ნომინანტებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება