სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების შესახებ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს 
02-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლეილა თვალაბეიშვილმა მე-8 კლასის მოსწავლეებს სახელმძღვანელოში განთავსებული კითხვების დახმარებით წარმოსახვითი ინტერვიუს ექსპერიმენტი შესთავაზა.

თანამედროვე სამყაროში ინტერვიუ ყველაზე გავრცელებული და ინფორმაციის მიღების მარტივი საშუალებაა. ინტერვიუ ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ამ მეთოდით, შესაძლებელია ნებისმიერი მოვლენის შესწავლა.

არსებობს ინტერვიუს უამრავი სახეობა, რომელიც მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის საყვარელი მწერლების ბავშვობის ეპიზოდების გასაცნობად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.

მერვეკლასელებმა - ნინი ქარსელაძემ, სალომე გულისაშვილმა, ილია წიკლაურმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ, გიორგი ჩხიკვაძემ და მარიამ მეტრეველმა შესანიშნავად გაართვეს თავი ჟურნალისტის/ინტერვიუერის ამპლუას. მათ კლასში ორიგინალური და საინტერესო ვერსიები წარადგინეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარი. კრეატიული შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა.

აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. განუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა, როგორც კრიტიკული, ასევე შემოქმედებითი აზროვნება. მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მოქნილი აზროვნების მქონე, თუ მას შეუძლია ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენება. ამას უწოდებენ ტრანსფერს“, - აღნიშნავს საგნის პედაგოგი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება