მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ხონის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ამ მნიშვნელოვან წარმატებას ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნატა ჯაიანმა მიაღწია.
კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს მუნიციპალიტეტის მერი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ.
ლადო ჯურხაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი:
ჩვენ „ეტალონს“ მივესალმებით, ის დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია - ეს ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის დამოკიდებულებაა. მიმაჩნია, რომ ამ კონკურსმა ძალიან ბევრ ახალგაზრდას, გარკვეულწილად, სტიმულიც მისცა. პირადად მე, ამ ინტელექტ-ჩემპიონატს ძალიან დადებითად ვაფასებ და პოზიტიურად ვარ განწყობილი. მუნიციპალიტეტის მერია ამ პროექტის განხორციელების საქმეში ყოველთვის ჩართულია, რათა კიდევ ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გამოვავლინოთ და ვინც ვერ გაიმარჯვებს, იმის სურვილი გავუჩინოთ, რომ ამ კონკურსში წარმატებას მომავალში მიაღწიონ. ამ კუთხით, „ეტალონთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას ვაპირებთ.
მარიკა რუხაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:
ჩვენს მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპში 25 საჯარო სკოლისა და ერთი გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მსგავს პროექტებს მივესალმები, რადგან ეს ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარის განვითარებას ხელს უწყობს. მათ ცნობიერება უმაღლდებათ, უფრო შემოქმედებითები და მოტივირებულები ხდებიან. „ეტალონი“ რამდენიმე წელია, რაც ჩვენთან იმართება და მერია ყოველთვის ხელს უწყობს ამას და მზად არის, რომ კვლავაც ასე გაგრძელდეს. ჩვენი მუნიციპალიტეტი მსგავსი პროექტების მხარდამჭერია.
ია ბარაბაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი:
ისეთი პროექტები, როგორიც „ეტალონია“ ნამდვილად ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი ახალგაზრდებში სწავლისადმი ინტერესის გაღვივებას ხელს უწყობს. მინდა ახალმა თაობამ იცოდეს, რომ ცოდნა ფულია. რაც უფრო მეტს ისწავლიან, თავად დარჩებიან მოგებული - წარმატებულები იქნებიან და ცხოვრებაში ბევრს მიაღწევენ. ძალიან მომწონს, რომ საქართველო ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ყველა სკოლას მოიცავს და მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ დასწრებით ფორმატში იმართებოდეს. ადრე ასე იყო და მაშინ თითქოს კონკურსში მთელი დარბაზი ერთვებოდა. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ფინალურ ეტაპზეც ღირსეულად წარგვადგენს. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასეთი პროექტის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.
ხათუნა ქობალია, ხონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:
ტრადიციულად, „ეტალონის“ მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთნენ. მეორე ეტაპზე 72 მოსწავლე გადავიდა და არაჩვეულებრივი შედეგიც აჩვენეს. „ეტალონი“ თავის ნიშას არ კარგავს, მოსწავლეებს ძალიან უყვართ, ისევ ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს და ჩვენ ამ ინტელექტ-ჩემპიონატს ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდებით, მხარს ვუჭერთ. მინდა „ეტალონის“ მთელ გუნდსა და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტი კვლავ გრძელდება. ეს კონკურსი მოსწავლეთა მშობლებშიც პოპულარულია, კითხულობენ ხოლმე როდის დაიწყებაო. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ცოდნის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენს სასწავლო სივრცეში, მგონი, რეიტინგით პირველი პროექტია, რომელიც ამდენი ხანია იმართება და კვლავაც პოპულარულია.
ვერა ბენიძე, ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ „ეტალონში“ მონაწილეობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს. 2019 წელს ხონის „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. ეს წელსაც გამეორდა, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის სასიამოვნო მოვლენაა. ეს გამარჯვება მოსწავლეთა მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, რითაც ყველა კიდევ უფრო წახალისდება. ბუნებრივია, რომ ეს წარმატება სკოლის იმიჯისთვის ძალიან კარგია, ერთგვარი აღიარებაა. მინდა „ეტალონს“ ასეთი აქტიური თანამშრომლობისთვის, საინტერესო კონკურსებისათვის დიდი მადლობა გადავუხადო და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო.
რაც შეეხება ნატა ჯაიანს, პირველი კლასიდან ვიცნობ, არის ძალიან მოტივირებული, გონიერი, შრომისმოყვარე ადამიანი და ეს თვისებები დაუფასდა კიდეც.
შორენა ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:
ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მეტად ეროვნულ საქმეს ემსახურება, ამიტომაც ჩემი დამოკიდებულება დადებითია, ძალიან მომწონს. თავად ნატა ჯაიანი მოწესრიგებული, მონდომებული, საკმაოდ ბეჯითი მოსწავლეა. ვფიქრობთ, რომ მან ხონის „ეტალონი მოსწავლის“ წოდება დამსახურებულად მოიპოვა. ეს გამარჯვება მისთვის, რა თქმა უნდა, მამოტივირებელი იქნება. ზოგადად, როდესაც შრომა გიფასდება, შინაგანი მოტივაციაც იმატებს. ბუნებრივია, მისთვის ეს მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ნატა კიდევ უფრო მეტს შეძლებს, ეს მხოლოდ დასაწყისია.
ნატა ჯაიანი, ხონის „ეტალონი მოსწავლე“, ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლა:
საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მიღწეულ წარმატებას ველოდი. ვფიქრობდი, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი, თავდაჯერებული ვიყავი. კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. ჩემთვის კითხვები ძალიან საინტერესო იყო. რასაკვირველია, გამარჯვება ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვიყავი. ეს მიღწევა ჩემთვის მოტივაციის წყაროც გახდა.
ასევე იხილეთ:
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას
ამჯერად, გიმნაზიის IIIბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...