სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ქართული ხალხური სიმღერის გუნდი ვერცხლის მედლითა და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა
02-11-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს ქართული-ხალხური სიმღერის გუნდი, რომლის წევრები სხვადასხვა კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ მორიგ წარმატებას მიაღწიეს.

22 ოქტომბერს, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში,  საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსის ლაურეატთა გალა-კონცერტი და დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსში სკოლის გუნდი მონაწილეობდა, რომელიც ვერცხლის მედლითა და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდა.

საუკეთესო სოლისტის წოდება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უნიჭიერეს მოსწავლეს - საბა მანაგაძეს მიენიჭა. გუნდის ხელმძღვანელი მარიამ ფოჩხიძე გახლავთ.

სკოლაში ამაყობენ გუნდის წარმატებით და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება