მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2023 წელს დასრულდება 10 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, ქარსელაძემ აღნიშნა, რომ კიდევ 54 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი, აქედან სამუშაოები დაწყებულია 11 სკოლაში, გრძელდება სატენდერო პროცედურები.
„რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, შარშან მიმდინარეობდა 30 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც უკვე დასრულდა 13 ბაღის მშენებლობა. დარჩენილი ბაღების მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი პროგრამა, რომლის პირველი ეტაპით გათვალისწინებული ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 184 ბაღზე, ხოლო დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი