სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში მარნეულის N2 სკოლის პედაგოგმა - თემურ სუყაშვილმა ევროკავშირის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
03-11-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში, ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, სადაც მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - თემურ სუყაშვილმა, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით დაესწრნენ. 

საპრეზენტაციო თემა კი - ევროკავშირი, გახლდათ. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. შეხვედრა საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარდა საპრეზენტაციო თემისა, საუბარი შეეხო გაცვლით პროგრამებს, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

თემურ სუყაშვილი სავანეთის საჯარო სკოლაში, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ერთწლიან პროექტს აწარმოებდა, რამაც დიდი როლი ითამაშა თემის, სასკოლო საზოგადობისა და მოსწავლეთა ინფორმირებაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება