სიახლეები
სკოლები

„ბუნება ჩვენშია და ჩვენ ბუნებაში ვართ“ - საინტერესო პროექტი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
03-11-2023
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში წარმატებით დასრულდა სასკოლო აქტივობების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „ბუნება ჩვენშია და ჩვენ ბუნებაში ვართ“, რომელსაც პედაგოგი მაია ნათენაძე ხელმძღვანელობდა.

პროექტი როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაიწყო 4 აპრილს და 15 ოქტომბერს დასრულდა.

„საქართველოში სამკურნალწამლო მცენარეთა ბუნებაში მოპოვება მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება, ისიც ადგილობრივი გამოყენების მიზნით. უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით დაახლოებით ბოლო 50 წლის განმავლობაში ბუნების რესურსების განუკითხავმა ხელყოფამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენი სამკურნალო მცენარეების მარაგი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ითვალისწინებს ცნობიერება აუმაღლოს როგორც მომავალი თაობის, ისე თემის და ფართო აუდიტორიის წევრებს, შეიყვარონ, შეიგრძნონ და გაათვითცნობიერონ ცოცხალი ბუნების სიდიადე, გაიაზრონ და გაითვალისწინონ მწვანე საფარის წინაშე მდგარი საფრთხეები, ერთად იფიქრონ და იზრუნონ თუ როგორ გამოიყენონ ის ნატურალური საშუალება, რომელიც ბუნებამ უსასყიდლოდ გვიბოძა.

„პროექტის მიზანია ასპინძის სკოლის ახალგაზრდებისთვის შევქმნათ მცირე ლაბორატორია სამკურნალო და საღებარი მცენარეების გამოსაშრობად და შესანახად. მოსწავლეებს ვასწავლოთ მათი ამოცნობა, შეგროვების წესი და დამუშავების ტექნოლოგია. მიღებული ნედლეული ქველმოქმედების სახით მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი აქტივობებისთვის მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც პროექტს გაეცნენ.

თემში, კონკრეტული პროექტის გაცნობის მიზნით, კვლევა ჩაატარეს. ასევე დაინტერესებული პირებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, მათ ასევე კომპეტენტური ფარმაცევტი მიიწვიეს, რომელმაც მოხალისე ჯგუფისა და დაინტერესებული პირებისათვის საინტერესო ლექცია ჩაატარა.

პროექტის მონაწილეებმა, სამკურნალო - რეალიზაციის მიზნით, პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს.

მოსწავლეები დაგეგმილ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება