სიახლეები
სკოლები

ბენარის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს კვირეული მიეძღვნა 
03-11-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლის დაწყებითი საფეხურის (I-IV) კლასებში ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები:  მედეა ქაფიანიძე, მაია რეხვიაშვილი, მეგი ბოჩიკაშვილი, ნანა ჩილაშვილი.

ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება