სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა „მოგზაურობა თიხის სამყაროში“
03-11-2023
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

„მოგზაურობა თიხის სამყაროში“ - ასე უწოდეს V კლასის მოსწავლეება გასვლით აქტივობას, რომლის ფარგლებშიც სოფელ შროშას ესტუმრნენ. ისინი აქტივობაში ხელოვნების პედაგოგის - ნ. მაკალათიასა და ბუნების პედაგიგის - დ. კუჭუხუძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა თიხასთან იმუშავეს, მეთუნის საქმიანობას დააკვირდნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ისინი სოფელ შროშადან დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

„მადლობა შროშის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს - კახა შველიძეს იმისთვის, რომ სტუმრებს გიდობა გაგვიწია. მეთუნემ დიდი სიყვარულით აჩვენა მოსწავლეებს თიხის დამუშავების ტექნიკა და დაეხმარა მათ შეექმნათ თიხისგან სხვადასხვა ნივთები“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება