სიახლეები
სკოლები

მოლითისა და საღანძილის სკოლების მოსწავლე-მასწავლებლებმა ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები განახორიცელეს
03-11-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და საჭირო ინფორმაციით მომარაგების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება. სკოლაში ასევე, აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს.

ამჯერად, საღანძილის საჯარო სკოლასა და მოლითის საჯარო სკოლების ადმინისტრაციამ, წითელი ჯვრის მოხალისე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წითელი ჯვრის ცენტრის ხელშეწყობითა და ინიციატივით შედგა.

პედაგოგებმა საინტრესო ინფორმაცია გააცნეს ბავშვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კატასტროფების თავიდან აცილება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმაც საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გააცნეს. მათ ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერი ბუნებრივი კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ როგორ შეიძლება ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება