სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილი ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ჩაუტარდათ 
03-11-2023
-
+


მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მედეა მოდებაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ატიურად ზრუნავს. 

ამჯერად, მან თავის სადამრიგებლო - მე-9 კლასის მოსწავლეებთან შემაჯამებელი გაკვეთილი ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ჩაატარა. მან აღსაზრდელებს მწერლის მოვალეობა შეახსენა, უთხრა, რომ საჭიროების დროს, მწერალმა განგაშის ზარებიც უნდა დაარისხოს, რწმენის თესლი გააღვივოს და ანდერძი დაუტოვოს შთამომავლობას.

მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები, ნოველები და მოთხრობები სწორედ ამისი ნათელი დასტურია. მედეა მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფრაზებზე: „მე ვარ ადამიანი“, „კაცი მზესავით უნდა იყოს“, „დედა ხომ არ იზამდა“, „ვარ სრულიად ზედმეტი“, „გული სადღაა“ და „ფუფუნებაში მყოფი ღატაკი“.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ისტორიას დარჩება ეს ერთი დღეც, ოღონდ გადაშლილ ფურცლად. „ჩემთვის დიდი პატივია“, -ასე დაიწყო გაკვეთილი პედაგოგმა და პირველ რიგში, მასწავლებლის დღე მიულოცა მწერალს, რომელიც თურმე „მოსწავლეებს თავაზიანი სალმით ხვდებოდა და თქვენობით ესაუბრებოდა“. მერე კი, მწერლის მოვალეობა შეახსენა მოსწავლეებს.
შეჯამებისას, დღის ფრაზა გახდა - „მოვუაროთ საქართველოს". მადლობა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის. დიახ, ეს ფურცელი გადაშლილია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება