სიახლეები
სკოლები

პიპილეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღეს ღონისძიება მიეძღვნა
03-11-2023
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლაში მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი სახელწოდებით „იაკობ გოგებაშვილის სამყარო“ შექმნეს. ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ღონისძიებაზე მათ იმავე თემის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“ დადგეს, რომელშიც ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟთა როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება