სიახლეები
სკოლები

„მეღვინეობა საქართველოში“  - თბილისის N219 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-11-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგებმა მე-10 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, ინტეგრირებული სასწავლო პროექტი „მეღვინეობა საქართველოში“ განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი მოსწავლეთათვის ქართული ტრადიციული მეღვინეობის გაცნობა იყო.

31 ოქტომბერს კი მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია გააკეთეს, სადაც დამსწრე საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციები გააცნეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს კახეთში, სოფელ პატარძეულში არსებული ღვინის ქარხანა „ტრადიციული ქართული მეღვინეობა“, ნახეს ღვინის დამზადების და ჩამოსხმის პროცესი, დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ღვინო.

„პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა და ნახა უძველესი დროიდან დღემდე საქართველოში, მეღვინეობის კულტურის შესახებ საინტერესო ინფორმაცია“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, დამზადდა და დარიგდა ბუკლეტები მეღვინეობის თემაზე. ასევე, ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით, მოეწყო მოსწავლეთა შექმნილი ანიმაციური ფილმის ჩვენება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა როგორც მე-10 კლასის მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება