სიახლეები
სკოლები

ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელ მედეა ტრამაკიძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
06-11-2023
-
+


27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, 11 პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. მათ შორის, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი მედეა ტრამაკიძე იყო, რომელიც შრომისმოყვარე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის ეს პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა, რასაც შრომასა და თავდადებას არ აკლებს.

აღსანიშნავია, რომ მას ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით და სამკერდე ნიშანი საზეიმოდ გადაეცა.

სკოლაში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მასწავლებელს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მისი წარმატება სკოლაში გულწრფელად გაიზიარეს.

მათ პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცეს და კიდევ ბევრი წარმატება უსურვეს.

ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა ემოციები ვერ დამალა, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა სკოლის დაარსების ისტორია. მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც სკოლის დაარსების პერიოდში გვერდით უდგნენ, ასევე მოსწავლეებს და დირექციას.

„მისი ინიციატივით, 1988 წელს მამისაანთუბანში დაწყებითი სკოლა გაიხსნა, შემდეგ კი დაარსდა ერგნეთ-მამისაანთუბნის 9-წლიანი სკოლა, თანაც მატარებლის ვაგონებში. ამ დროს საომარი მდგომარეობა იყო ცხინვალთან. ერთ წელიწადში კი სკოლას საშუალო განათლების საფეხური დაემატა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც სკოლა გაძარცვული და განადგურებული იყო, ისევ მედეა ტრამაკიძის ინიციატივით აღდგა და ფუნქციონირება დაიწყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება