სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა
06-11-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში.

2007 წელს, ოქტომბერი აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საერთაშორისო საზოგადოებამ, აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციისადმი ცნობიერების ამაღლების თვედ გამოაცხადა.

ააკ-ის ირგვლივ წამოწყებულ მრავალწლიან საერთაშორისო კამპანიას წელს ჭიათურის N2 საჯარო სკოლაც შეუერთდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეოთხეკლასელებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია, აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებთან კომუნიკაციის შესახებ, ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

პროექტში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, როგორ დაწყებითი, ასევე საშუალო და საბაზო საფეხურიდან: მარიამ მოდებაძე, ნია სოფრომაძე, გიორგი ლაშხი, ლიზი ჯაოშვილი, გიორგი მუმლაძე, ვატო წულუკიძე.

ჩატარებული პრეზენტაციის განმავლობაში გაეცა პასუხი ისეთ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს ჰქონდათ.

პრეზენტაციის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამავე სკოლის სპეცმასწავლებლები: მაია ჯაჯანიძე და ნინო გუგუჩაშვილი. ასევე მეოთხე კლასის დამრიგებლები: მაკა ცერცვაძე, ასმათი მუმლაძე, თინათინ ცუცქირიძე.

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე გახლავთ. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება