სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ასმათ მუმლაძე კონფერენციაზე წარმატებით წარდგა
07-11-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული მასწავლებლები მუშაობენ.

ისინი სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში აქტიურად არიან ჩართული. როგორც სკოლაში ამბობენ, დაწყებითი კლასების პედაგოგები პირველი „ჯიპრაიდელები“ არიან და 2011 წლიდან მოყოლებული აქტიურად არიან ჩართულნი დაწყებით  საფეხურზე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაში.

ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი ასმათ მუმლაძე, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაზისო განათლების პროგრამისა და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ორგანიზებულ  კონფერენციაზე - „XXI საუკუნის გამოწვევებზე ორიენტირებული საბაზისო განათლება“, წარდგა. 

მისი საპრეზენტაციო თემა იყო „კომპლექსური დავალების მოდიფიცირება, მორგება საკლასო სივრცეზე და განხორციელება“, პრიორიტეტული მიმართულება ინოვაციური სწავლება იყო.

„პედაგოგი წლების განმავლობაში საკუთარ ცოდნას ჩინებულად უხამებს პროექტ, G-PRIED-იდან მიღებულ გამოცდილებას, რომელიც მისი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის საწინდარია. ასმათ მასწავლებელმა ახლებური სწავლების საკუთარი მიდგომები გაუზიარა კოლეგებს. კერძოდ, თუ როგორ ახერხებს სწავლა-სწავლების ორიენტირებას გრძელვადიან მიზნებზე და ამ  პროცესის დაფუძნებას კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე. მის მოხსენებას აუდიტორიის დიდი მოწონება ხვდა წილად.

სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით განახორციელეს G-PriEd-ული ბიზნესის უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამაც და დღეს საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 5 ლიდერ მასწავლებელთან ერთად, ამკვიდრებენ ახალი სკოლის მოდელს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს. წლების განმავლობაში მონაწილეობენ კონკურსებსა თუ კონფერენციებში“,- ამბობენ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება