სიახლეები
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლამ კონკურსში გაიმარჯვა​ და ტექნიკით დაჯილდოვდა 
06-11-2023
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლას აქტიური სასკოლო საზოგადოება ჰყავს, ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა. 27 ოქტომბერს კი, როგორც ლიდერ სკოლას ტექნიკა: ლეპტოპი, პროექტორი და პრინტერი გადაეცა. 

გარდა ამისა, სკოლა მონაწილეობდა ლიდერი სკოლების ფორუმში. სკოლის თვითმართველობის წევრებმა ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება, მოსწავლეთა სკოლის თვითმართველობის საქმიანობის და სკოლის დემოკრატიულ მართვაში სასკოლო საზოგადოების საქმიანობის სხვა წევრების მონაწილეობის შესახებ.
 
„სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამას და მის მხარდამჭერ რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას, ახალციხის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა სუდაძეს“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH international-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება