სიახლეები
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
30-10-2023
-
+


ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლის I-VI და VIII კლასების მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს, რომელთა დახმარებით შემდგომ ჯგუფურად შექმნეს დიორამები.

მოთხრობების წაკითხვის შემდეგ მათ საკუთარი შთაბეჭდილებები ავტორს მისწერეს. ბოლოს კი თემატური კედლის გაზეთი გამოუშვეს.

„ასევე, VIII კლასის მოსწავლეებმა, პატარებს გააცნეს გოგებაშვილის ბიოგრაფია, შემოქმედება, წაუკითხეს და განიხილეს რამდენიმე მოთხრობა.“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვების მხრიდან აღნიშნულ აქტივობას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი დაინტერესება მოჰყვა. გაკვეთილი კითხვა-პასუხის რეჟიმი გაგრძელდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება