სიახლეები
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს 
06-11-2023
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, მათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში „შეაბიჯეს“. დამრიგებელმა მაია ბურდულმა „აი იას“ შესწავლას მრავალი აქტივობა მიუძღვნა: მოსწავლეებმა თიხით გამოძერწეს ია; იის ილუსტრაცია ფერადი ფანქრებით გააფერადეს, გუაშების გამოყენებით კი მინდვრის ია დახატეს. 

ანბანის შემობრძანების ზეიმი სკოლის ეზოშიც გაგრძელდა, მოსწავლეებმა შესწავლილი ლექსები ზეპირად წარმოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„გზად ია-ვარდი დაფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“, - ასე ფუსფუსით და მხიარულად შევაბიჯეთ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში და წინ უამრავი საინტერესო ამბავი გველოდება. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ქვიშაში ასო-ბგერა „ი“-სა და „ა“-ს წერის შესასწავლად. ეს აქტივობა მათი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას და დახვეწას უწყობს ხელს. 

ჩემი აქტივობის მიზანი იყო  გამეგო ბავშვები მიცემული ინსტრუქციით როგორ გაართმევდნენ თავს დავალებას. მათი აღფრთოვანება გამოიწვია ქვიშაში ხატვამ და წერამ“- ამბობს მასწავლებელი მაია ბურდული.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება