სიახლეები
სკოლები

ექსკურსიები და შემოქმედებითი აქტივობები - საინტერესო ღონისძიებები ნახშირღელის საჯარო სკოლაში 
06-11-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლა, არაფორმალურ განათლებას დიდ ყურადღება ეთმობა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, არაფორმალური სწავლებისას მოსწავლეები პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, მშობლები და მათი ოჯახები კი, მაქსიმალურად თანამშრომლობენ სკოლასთან, რაც უმნიშვნელოვანესია. 

ამ მიზნით კი, 29 ოქტომბერს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ირინე არევაძის ხელმძღვანელობით და მშობელთა ჩართულობით მოაწყვეს ექსკურსია ქუთაისის კინოთეატრ „საქართველოში“, სადაც დაესწრნენ ფილმის ჩვენებას - „ტროლები“. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, მოინახულეს და დაათვალიერეს ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და მასში დაცული ექსპონატები, ასევე ინახულეს ბაგრატის ტაძარი.

კიდევ ერთი საინტერესო დღე შეემატა მეოთხეკლასელთა ისტორიას, მოსწავლეები კი, ექსკურსიაზე მიღებულ ცოდნას და უნარებს გამოიყენებენ ახალი აქტივობების განხორციელებისას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი გაკვეთილი-აქტივობა მოაწყვეს I, II, III კლასის ხელმძღვანელებმა: მაია ფანჩულიძე, ქეთო ბრეგაძე, ზაირა ნიკოლაძემ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად. მოინახულეს ქუთაისის ნიღბების თეატრი, დაესწრნენ წარმოდგენას, გახდნენ წარმოდგენის მონაწილეები მსახიობებთან ერთად.

შინ ყველა კმაყოფილი, ბედნიერი და გახარებული დაბრუნდა, სკოლაში კი ზუსტად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა. 

„არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული უნარების, ცხოვრებისეული და სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას. ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და ხდება თავდაჯერებული“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება