სიახლეები
სკოლები

გაიცანით მასწავლებლები განახლების საჯარო სკოლიდან - პროექტი, რომელშიც პედაგოგები და მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ
06-11-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტი -  „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“, განახლდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეები აგრძელებენ სამუშაო შეხვედრებს პედაგოგებთან ფინჯან ყავასთან ერთად.

ამჯერად, სტუმარი დაწყებითი კლასების მასწავლებელი - ნაზიბროლა ბოლქვაძე გახლდათ. 

აღსანიშსავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები: დარიკო მელაძე, ქეთევან დეკანაძე, ხათუნა დეკანაძე და თამილა დავითაძე, გახლდათ, მოსწავლეები კი: ნინი ბოლქვაძე და ლუკა იაკობაძე.

სკოლაში, საყვარელი პედაგოგის შესახებ მოკლე ბიოგრაფიას გვაცნობენ: პედაგოგი - ნაზიბროლა ბოლქვაძე 1975 წელს,  1 იანვარს დაიბადა. 1982-1990 წწ -დაასრულა პაქსაძეების არასრული ცხრა წლიანი სკოლა. 1990-1992- ღურტის საშუალო სკოლა. 1993-1997 წწ კი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტი.

1999 წლიდან დღემდე მუშაობს განახლების საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის უფროსი მასწავლებელი, რაც შეეხება ხასიათს - მშვიდი და გაწონასწორებულია. როგორც სკოლაში ახასიათებენ, პასუხისმგებლიანი, ნოვატორი, ემპათიური ადამიანია, რომელიც მუდმივად სწავლობს და ერთგულებით გამოირჩევა. 

მისი საყვარელი გამონათქვამებია: „სხვა სხვის ომში ბრძენიაო“, „ზრდილობა განათლებაზე მეტია!“, დევიზი კი - „არასოდეს დაეცე!“

პედაგოგის საყვარელი მწერლები: ვაჟა-ფშაველა, რევაზ ინანიშვილი და სტივენ კინგი გახლავთ. მისი საყვარელი ფილმებია: „თეთრი ბაირაღები“, „ჯეინ ეარი“, „მწვანე ბილიკი“.

მისი ოცნებაა, ოჯახთან ერთად იმოგზაუროს ისტორიულ ადგილებში. 

პედაგოგმა, ფინჯან ყავაზე, მოსწავლეებისა და პროექტის მონაწილეების საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი და მი პროფესიულ მოღვაწეობაზე ისაუბრა. 

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და იყოთ თუ არა ვინმეს გავლენა პროფესიის არჩევის დროს?

- პროფესია მასწავლებლობა სკოლაში შესვლის დღიდან მომწონდა, ვაკვირდებოდი ყველა მასწავლებელს, მიყვარდა ყველა მასწავლებელი, თუმცა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა - იამზე ქონიაძემ, რომელიც ენერგიით სავსე ქალი იყო, ირგვლივ სიცოცხლის ხალისსა და სიყვარულს აფრქვევდა, ყურადღებიანი და გამორჩეული პიროვნება იყო, ასევე ლამაზად და მოხდენილად იცვამდა, ის ნამდვილი მასწავლებელი იყო.

- ოჯახი თქვენთვის...

-ოჯახი - ჩემი ბედნიერების მიზეზია, ყოველდღიური ფიქრია, სითბო და სიყვარულია, იქ სადაც თავს დაცულად ვგრძნობ, ვიცი რომ ყველაზე კარგადაა დაცული პიროვნება, პირადი სივრცე, კომფორტის ზონა. აქ, პატივისცემა, ყურადღება, მეგობრობა და თანასწორობაა.

- თქვენი მისაბაძი ადამიანი...

-ცხოვრებაში ვაკვირდები ყველა ადამიანს, ვცდილობ მათში დავინახო კარგი მხარე და ვისწავლო მეც, თუმცა ქალი, რომელიც მაოცებს თავისი ენერგიით, საქმისადმი სიყვარულით, გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და სტუმართმოყვარეობით, მუდამ შრომაშია და არასდროს არ აქვს თავისუფალი დრო-ჩემი მზრუნველი დედიკოა, ის შეუდარებელია, ვცდილობ მივბაძო მას.

- თქვენი დღე სკოლის გარეთ... 

- მასწავლებელს სამუშაო სკოლაში არ უსრულდება, რადგან ის განაგრძობს მასწავლებლობას სახლშიც, სკოლა მეორე ოჯახია, სკოლის გარეშე დღეც კი ფიქრია სკოლაზე.

- თქვენი ჰობია...

- ბუნებით ნატურალისტი ვარ, ამიტომაცაა რომ ძალიან მიყვარს ფლორაცა და ფაუნაც, მიყვარს ყვავილები და ადამიანის მეგობარი ცხოველები.

- აღწერეთ თქვენი თავი 3 სიტყვით...

- ვარ პასუხისმგებლიანი, მიზანდასახული, შრომის მოყვარე...

- რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

- ადამიანში ვაფასებ კულტურას, ზრდილობას, ქცევასა და სიტყვას.

- გაღიზიანებთ...

-მაღიზიანებს ტყუილი და თვალთმაქცობა, ასევე ბილწსიტყვაობა.

- მასწავლებელი მოსწავლისათვის არის... 

- მასწავლებელი მოსწავლისათვის მეორე მშობელია“. 


















კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება