მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგ-მოდულზე "შავი ზღვის სკივრი" რეგისტრაცია ცხადდება.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დაწყებითი და საბაზო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, სამოქალაქო განათლების, ხელოვნების, მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი საფეხურის პედაგოგებს.
ტრენინგზე პედაგოგები გაეცნობიან საგანმანათლებლო კრებულის - „შავი ზღვის სკივრის”, როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს სტრუქტურას და დანიშნულებას. სახელმძღვანელო მოიცავს შავ ზღვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კერძოდ, მონაცემებს მის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ, კულტურულ თავისებურებებზე და უამრავ სახალისო სავარჯიშოს.
ასევე, ტრენინგზე პედაგოგები შეძლებენ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით სახელმძღვანელოში მოცემული აქტივობების განხორციელებას და მოცემულ მასალაზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვას.
ტრენინგი მოიცავს 8 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს.
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ტრენინგის მონაწილე მიიღებს 0.5 კრედიტს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა