სიახლეები
სკოლები

ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მედიაწიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანი აქტივობები მოეწყო 
06-11-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, არაერთი თემატური აქტივობა გაიმართა.

„გახდი მედიაწიგნიერი და სწორად გაიკვლიე გზა ინფორმაციის სამყაროში!“- ამ დევიზით ჩაერთო სკოლა „ანაბასისი“, სამოქალაქო განათლების კლუბის და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ხელმძღვანელობით, მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულში.

„ანაბასისიში“ კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომელშიც „ანაბასისის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების უპირატესობები. მოგვიანებით, მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა „მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და სემინარი, რომლის ფარგლებშიც, მასწავლებლებმა სკოლებში მედიაწიგნიერების საგნის სწავლების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

პედაგოგმა ფორუმზე მიღებული ინფორმაცია „ანაბასისის“ მოსწავლეებს გაუზიარა და გააცნო მათ „მედიაწიგნიერების გაკვეთილების” სახელმძღვანელო, ისაუბრა სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციაზე დაუფლების მნიშვნელობაზე.

„ანაბასისის“ მეცხრე კლასის მოსწავლეებმა - დავით ჯუღელმა, ნიკოლოზ ქუძიაშვილმა, დავით მესხმა თანასკოლელების წინაშე პრეზენტაცია: „რა არის მედიაწიგნიერება“, წარადგინეს, ისაუბრეს ტროლებისა და ბოტების, ფიშინგისა და სმიშინგის, დეზინფორმაციის, მისინფორმაციის და მალინფორმაციის შესახებ. გარდა ამისა, განიხილეს საინფორმაციო პოსტერი, სადაც მოცემული იყო სკოლაში, მეგობრებთან, უცნობ ადამიანებთან, ინტერნეტის გამოყენებისას გასათვალისწინებელი საჭირო რეკომენდაციები.

აღსანიშნავია, რომ მოეწყო სასწავლო ფილმის - „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“ ჩვენება და განხილვა. მოსწავლეებმა განიხილეს მედიასივრცეში ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაგალითები, იმსჯელეს ყალბი და ნამდვილი ამბის განსხვავების ხერხებზე და ისაუბრეს მედიაწიგნიერების აუცილებლობაზე.

როგორც სკოლაში ამბობენ „ანაბასისლებმა“ იციან, რომ მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე. გამართულ აქტივობებს პედაგოგები - ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე და რუსუდან გურგენაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

„მედიაწიგნიერება გულისხმობს ინფორმაციაზე კონტროლის დამყარებას. რაც უფრო მაღალია ადამიანის მედიაწიგნიერების ხარისხი, მით უფრო დიდია რეალურ სამყაროსა და მედიის მიერ შექმნილ სამყაროს შორის არსებული საზღვრის დანახვის უნარი.

„ანაბასისელები“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როდესაც ადამიანი მედიაწიგნიერია, ეს მას ეხმარება, სწორად გაიკვალოს გზა ინფორმაციის სამყაროში. მედიაწიგნიერი ადამიანი იძენს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასარგებლოა; ხოლო მისთვის საზიანო ან ზედმეტ ინფორმაციას თავს არიდებს.

მედიაწიგნიერი ადამიანი არ ექცევა ინფორმაციის წნეხში და არ აძლევს მედიას საშუალება, დააპროგრამოს მისი გონება და მისი დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მედიაწიგნიერების მიდგომები ფართოდ იქნას გამოყენებული სწავლების პროცესში, რათა მოსწავლეებმა სკოლიდანვე მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები და გახდნენ მედიაწიგნიერები“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება