სიახლეები
სკოლები

„ფერადი ანაბასისობა“ - ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ შემოდგომის დღესასწაული გაიმართა
06-11-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო, გამორჩეული და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება. 

ამჯერად, სკოლაში შემოდგომის ზეიმი მოეწყო. მოსწავლეთა მშობლების ჩართულობით ლამაზი საშემოდგომო დეკორაციები, შეიქმნა. დამრიგებლებმა კი, სკოლის ქორეოგრაფებთან ერთად, რეჟისორის როლები მოირგეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე ყველა კლასი ლამაზი მუსიკალური ნომრით წარსდგა, მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიებას კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრის, ტელევიზიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფერადი ანაბასისობა! შემოდგომა წლის საუკეთესო სეზონია. ყველაზე ლამაზი და ფერადოვანი. „ანაბასისობა“ ტრადიციულად შემოდგომაზე იმართება. იმერული ბარაქიანი და მადლიანი შემოდგომის სურნელი დაატრიალეს „ანაბასისის“ ეზოში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.
„მე მინდა წითელი შემოდგომა, როგორიცაა სიყვარული, ყვითელი, როგორც მზე ჯერ კიდევ თბილ ცაზე, ნარინჯისფერი, როგორც დღის ბოლოს ანთებული მზის ჩასვლა, ყურძნის მარცვლებივით იასამნისფერი. მინდა შემოდგომა აღმოვაჩინო . განვიცადო...“ პატარა იმერლებმა, შეძლეს ნათლად და ხატოვნად აღმოგვეჩინა და განგვეცადა შემოდგომა იმერეთში. სამოსითა და სხვადასხვა ყოფითი აქსესუარებით, ჩურჩხელების ტრადციული ამოვლებით აღმოვჩნდით შუაგულ იმერეთში, საიდანაც ყველამ ერთად გავაცილეთ მხიარული და ტკბილი გვიანი შემოდგომა. გასაოცარი ფერებით მორთულმა ეზომ კი თავისი ელფერი შემატა ღონისძიებას და საოცარ სანახაობად აქცია გვიანი შემოდგომის ლამაზი დღე.
მრავალი ბედნიერი და ბარაქიანი შემოდგომა ჩვენს ქვეყანას“,- ამბობენ „ანაბასისში“. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება