სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის დღესასწაული“ - ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
06-11-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ღონისძიება „შემოდგომის დღესასწაული“ ჩატარდა. 

საზეიმო განწყობას, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თბილი ამინდიც უწყობდა ხელს. ეზო მშობლების აქტიური ჩართულობით მოეწყო და გაფორმდა. მათ მოადუღეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები. ლამაზად მოწყობილ ეზოში მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა „შემოდგომის ღონისძიებაზე“ მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარადგინეს. მათ ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიებაზე V-VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნომერი წარადგინეს. მათ გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანი“ პერსონაჟები (დ.მენთეშაშვილი, მ.ჯანყარაშვილი), რომელთა როლებიც შესანიშნავად მოირგეს. მე-8 კლასის მოსწავლემ თ.რობიტაშვილმა კი მოირგო ფიროსმანის როლი და გააცოცხლა აქტრისა მარგარიტა.

VI-X-XII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს „ღვინის ქურდები“ (ა.ბიკაშვილი, დ.ჭოხონელიძე, ა.პაპუაშვილმა, მ.როსტიაშვილი) და მათი როლები გაითამაშეს.

მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა; მსგავსი აქტივობები კი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება