მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგმა - თამრიკო ვაშალომიძემ იზრუნა.
„მრავალი საუკუნის წინათ შეიქმნა ქართული ანბანი, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ მამულსა და სარწმუნოებასთან ერთად საუნჯე უწოდა. სწორედ ამ „საუნჯის“ შესწავლა დაიწყეს ჩვენმა პატარებმა.
ქართული ანბანის სიყვარულით იყო შთაგონებული 1-ლი კლასის მასწავლებლის - თამრიკო ვაშალომიძის საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი“,- გვიყვებიან სკოლაში.
სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა მშობელთა ჩართულობა და შესაბამისად მორთული გარემო.
„წარმატებები თამრიკო მასწავლებელს თავის აღსაზრდელებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია
ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ