სიახლეები
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლო პროცესს დაესწრნენ
06-11-2023
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში,  ხორციელდება პროექტს - „სამართალი და სამართლიანობა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია: აამაღლოს ცნობიერება მოზარდებში სამართლისა და სამართლიანობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შექმნილი მოსწავლეთა პირველი ჯგუფი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეწვია. 

მოსწავლეები, მოსამართლე - გულიკო კაჟაშვილს შეხვდნენ, რომელმაც მათ კანონის უზენაესობაზე, მიუკერძოებელ სასამართლოს საქმიანობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სამართალსა და სამართლიანობაზე, მოსამართლის პროფესიაზე ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ ასევე ჯგუფის წევრები სასამართლო პროცესს დაესწრნენ, სადაც წარმოდგენილი იყო სამოქალაქო დავა.

როგორც სკოლაში აანონსებენ, შემდეგისთვის დაგეგმილია მეორე ჯგუფის ვიზიტი საქალაქო სასამართლოში.

სკოლაში მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ. 

„მეტად საინტერესო, ინფორმაციებით დატვირთული ხალისიანი დღე გამოგვივიდა. წარმატებებს ვუსურვებთ კლუბ ბალავარის წევრებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ბერიკა შუკაკიძის თანამდებობრივი სარგო თვეში 8 ათას ლარს აღემატება - მასწავლებლის სახლის თანამშრომელთა ხელფასები ბიუჯეტს წელიწადში 11 მილიონ ლარზე მეტი

გოგონები კიბერუსაფრთხოებაში - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი, ნანი გოდაძე 

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

პიროვნება
სკოლები

მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, ახლა კი ჩარიცხვებს ელოდებიან

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება